დღე მეორე
ჩემ:თვის ეს პროექტი ძალიან საჭირო და აუცილებელია. ვისწავლე გზამკლევის შედგენა' ; თუმცა ძალიან მიჭირს.ვეცდები.
დღე მესამე
დღეს შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი სასწავლო კითხვების დასმა.ძალიან სასარგებლო იყო ყურადღების გამახვილება ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებზე. მეცადინეობა იყო პრაქტიკული და ბევრის მომცემი.
დღე მეოთხე
დღეს ვიმუშავეთ პროექტის სრულყოფილი სახით ჩამოყალიბებაზე . ყურადღება გავამახვილეთ პრეზენტაციის მიზნებზე, საკვანძო შეკითხვებზე, აქტივობებზე....
დღ ე მეხუთე
დღეს ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე.რა ფასდება პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასრულების შემდეგ. ვიმუშავეთ ნამუშევრების კომენტირებაზე.
დღე მეექვსე
დღეს ვიმუშავეთ ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკაზე, ვისწავლეთ, აგრეთვე,კვლევის ჩატარება კონკრეტულ პრობლემაზე და გაზიარება. მეცადინეობა იყო ძალიან საქმიანი, პრაქტიკული, დატვირთული და საინტერესო.